ილია ჭავჭავაძე

დიდი ქართველი მწერალი და პუბლიცისტი, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. მისი სახით საქართველოს მხსნელი მოევლინა და მანაც ყველაფერი გააკეთა საქარველოსთვის. დღეს მინდა გესაუბროთ იმ ქართველზე, რომელიც ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და “წმინდა ილია მართალი” უწოდა. ილია 1837 წლის 8 ნოემბერს დაიბადა ყვარელში, გაღარიბებული თავადის ოჯახში. 1848 წელს სწავლა დაიწყო თბლისის გიმნაზიაში, ხოლო 1857 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შეუერთდა. ილია ყოველთვის ფიქრობდა საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე, ის ძალას არ იშურებდა ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. 1863 წელს მან დაარსა ჟურნალი “საქართველოს მოამბე”, რომელიც იმ დროისთვის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ნათელ წერტილს წარმოადგენდა.

ილია ჭავჭავაძის მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშების გარეშე წარმოუდგენელია ქართული პროზისა და პოეზიის განვითარება. მისი ნაწარმოები “კაცია-ადამიანი?!” დღესაც გვაფიქრებს ადამაინის ცხოვრების ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე. “გლახის ნაამბობში” მწერალი სოციალურ სინამდვილეს და ბატონყმობის მახინჯ შედეგს წარმოგვიდგენს. ბატონსა და ყმას შორის ჩატეხილი ხიდის გამო ამბობს “ოთარაანთ ქვრივის” გმირი:”იმათს ჭირსა და ლხინსა ცალკე ღობე ავლია, ჩვენსას-ცალკეო”. ამ ნაწარმოებებით ილიას უნდა დაგვანახოს, რა სიტუაციაა იმ დროინდელ საქართველოში და როგორ არის დაშორებული თავადობა სამყაროს სინამდვილეს. ილიას უნდოდა ქვეყანა გაენთავისუფლებინა “ლუარსაბისნაირი” თავადებისგან, რომლებიც მხოლოდ იმაზე დარდობენ მაძღარი მუცელი რომ დაეცლებათ, როგორ აავსონ ისევ.

ილია ყოველთვის ზრუნავდა ქართველი ერის განათლებულობისათვის, სწორედ ამ მიზნით დაარსა 1879 წელს “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”, რომლის მიზანიც საქართველოს მაღალმთიან რაიონებში და სოფლებშ მცხოვრები ადამიანებისთვის წერა-კითხვის სწავლა. ის ცხოვრობდა ქართველებისთვის და საქართველოსთვის და საბოლოოდ ქართველებმა აღმართეს ხელი მასზე და იმ საბედისწერო დღეს სასიკვდილოდ გაიმეტეს. 1907 წლის 28 აგვისტოს წიწამურთან, საქართველოს მტრებმა, მაგრამ მაინც ქართველებმა ილია მიკლეს და მიიმალნენ. ეს დღე საქართველოს ისტორიაში შავი ასოებით ჩაიწერა და ხელი შეუწყო საქართველოს დაღმასვლას.

დატოვე კომენტარი

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე